­

96-ფოსოიანი თერმოციკლერი Veriti™

კატალოგის ნომერი: 4375786

აღწერა:

Applied Biosystems® Veriti® 96-ფოსოიანი თერმოციკლერი Applied Biosystems® ის სხვა აპარატურის მსგავსად იძლევა სანდო მონაცემებს.

VeriFlex™ ტექნოლოგიის დამატებითი კონტროლის საშუალებით, მიიღება 6 დამოუკიდებელი ტემპერატურული ბლოკი, რაც უზრუნველყოფს ზედმიწევნით სიზუსტეს და პჯრ-რეაქციის ოპტიმიზაციას. ამავდროულად, ფერადი სენსორული ეკრანი ამარტივებს რეაქციის დადგმის და თერმოციკლერის გამოყენების პროცესს.

სწრაფი და სტანდარტული პჯრ რეაქციის არჩევის ფუნქცია საშუალებას გვაძლევს შევამციროთ პჯრ-რეაქციის ციკლირების დრო.

Veriti® 96-ფოსოიანი თერმოციკლერი აღჭურვილია სტანდარტული 0.2 მლ-იანი ბლოკით.  ინოვაციური VeriFlex™ ბლოკები პჯრ-ის ოპტიმიზაციის და 6 დამოუკიდებელი ექსპერიმენტის გაშვების საშუალებას გვაძლევს.

Veriti™ - ძირითადი მახასიათებლები

VeriFlex™ ბლოკები - Veriti® 96-ფოსოიანი თერმოციკლერის ინოვაციური VeriFlex™ ბლოკები აუმჯობესებს პჯრ-ის წარმადობას.

6 განცალკევებული ბლოკის საშუალებით გაზრდილია აპარატის შესაძლებლობები, რაც გამოიხატება 2 ძირითად უპირატესობაში:

  1. პჯრ-ის ოპტიმიზაცია: თითოეული ბლოკის სპეციფიკური ტემპერატურა იდეალურია და პჯრ-ის ოპტიმიზაციისა და ზუსტი კონტროლისთვის.
  2. მეტი რეაქციის გაშვების შესაძლებლობა: 6 ბლოკის საშუალებით შესაძლოა განხორციელდეს 6 სხვადასხვა ანელინგის ტემპერატურის მქონე ნიმუშის ამპლიფიკაცია ერთ რანში.

ექსპერიმენტის სწრაფი დიზაინი, სწრაფად მიღებული შედეგები - Veriti სისტემას აქვს 2 განსხვავებული მეთოდის არჩევანის საშუალება. ექსპერიმენტის სწრაფ რეჟიმში გასაშვებად შესაძლებელია აპარატის პროგრამაში უკვე არსებული პროტოკოლის გამოყენება.

აპარატი ასევე გვაძლევს საშუალებას შევქმნათ ჩვენთვის სასურველი პროტოკოლი და რეაქციის დამთავრების შემდგომ შევინახოთ აპარატში ან მეხსიერების ბარათზე.

სპეციფიკაცია:

ტევადობა:

1 x 96-ფოსოიანი ფლეითი, 96 x 0.2 მლ ტუბები

შენიშვნები:

სტანდარტული 0.2 მლ ფორმატი და ნიმუშის ბლოკი საშუალებას იძლევა გაიშვას რეაქციები სწრაფ რეჟიმში, VeriFlex™ ბლოკები: 25 °C (5 °C ზონიდან-ზონამდე)

ზომები:

სიმაღლე: 24.5სმ, სიგანე: 23.7 სმ, სიღრმე: 48.5 სმ.

ეკრანი:

6.5 in. VGA 32k ფერი, სენსორული

ფორმატი:

0.2 მლ-იანი ტუბები, 96-ფოსოაინი ფლეითი

მაღალი წარმადობა:

მაღალი წარმადობის შესაძლებლობა

ინსტრუმენტის მეხსიერება:

USB და პლატფორმის მეხიერება

ბლოკის ტემპერატურის ცვლილება დროში:

3.9°C ⁄ წამი

პროდუქტის ხაზი:

Veriti™

პროდუქტის ზომა:

1 აპარატი

პროგრამის მახასიათებლები:

ავტომატური რესტარტი (ელექტოროენერგიის წყაროდან გამორთვის შემდეგ) პროგრამის ხელახლა ჩაწერისგან დაცვის სისტემა

რეაქციის სისწრაფე:

სწრაფი, სტანდარტული

რეაქციის მოცულობის დიაპაზონი:

10-100 µl

ნიმუშის ტემპერატურის ცვლილება დროში:

± 3.35 °C ⁄ წამი

ტემპერატურული სიზუსტე:

±0.25°C (35°C დან 99.9°C-მდე)

ტემპერატურული დიაპაზონი:

4.0-99.9 °C

ტემპერატურული ერთგვაროვნება:

<0.5 °C (20 წამი 95 °C-ის მიღწევის შემდეგ)

წონა:

11.4 კგ (25 lb)